ეს დამატება აცხადებს სიტყვების, სიმბოლოების, აბზაცებისა და ხაზების რაოდენობას მონიშნულ ტექსტში, როდესაც მონიშნავთ ტექსტს და დააჭერთ Control+Shift+F12-ს. ასევე, დამატებას შეუძლია, გამოყენებული სიტყვებისგან შექმნას დალაგებული სია და აჩვენოს სიტყვების შემცველი ხაზები, Control+Shift+F11-ზე დაჭერით.
ნებისმიერ ტექსტურ რედაქტორში ან ვირტუალურ დოკუმენტში, მაგალითად, ვებ ბრაუზერში, PDF დოკუმენტში, ელფოსტის ტექსტში და ა.შ. აირჩიეთ სასურველი ტექსტი მონიშვნის სტანდარტული ბრძანების გამოყენებით და დააჭირეთ Control+Shift+f12-ს.
გამოყენებული სიტყვების სიის მისაღებად, დააჭირეთ Control+Shift+f11-ს. ამ ფანჯარაში შეგიძლიათ აირჩიოთ სიტყვათა ჩვენების დალაგება, ანბანის მიხედვით ან გამოვლინებების რაოდენობის მიხედვით.
ამ ბრძანებების შეცვლა შეგიძლიათ შეყვანის ჟესტების დიალოგიდან, ტექსტის რედაქტირების კატეგორიაში.